კოკო შანელის ბიოგრაფია
კოკო შანელი (ფრანგ.Gabrielle Bonheur „Coco“ Chanel)
დაიბადა 1883 წლის 19 აგვისტოს. მისი ბავშვობის შესახებ ბევრი რამ არაა ცნობილი.
დედამისი ხშირად ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. მამა უარი თქვა ქალიშვილის
აღზრდაზე და ბავშვთა სახლში მიაბარეს. იქ ისწავლა მან კერვა. 20 წლის ასაკში
ბავშვთა სახლიდან წამოვიდა და ქსოვილების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. პარალელურად ერთ-ერთ კაფეში
მღეროდა. ის ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას, ამის გამო შეერქვა მას კოკო.
მოგვიანებით კოკო ინგლისელ არტურ კაპელთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად პარიზში.
1910 წელს მან პირველი ქუდების ატელიე გახსნა. პარიზის მაღალ წრეებში შანელმა მალე
მოიპოვა პოპულარობა. 1913 წელს მან მეორე მაღაზია გახსნა. 1919 წლიდან კოკომ უკვე
ქალის ტანსაცმლის მოდელების შექმნა დაიწყო. მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, იგი ქალის
სამოსს კერავდა კერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე მხოლოდ მამაკაცის ტანსაცმლისთვის გამოიყენებოდა.
კოკო
შანელი
მოდის
ისტორიაში
შევიდა
როგორც
ქალის
ტანისამოსში
მამაკაცის
სტილის
შემომტანი.
მან
პირველმა
შემოიტანა
ქალებისთვის
ტანისამოსის
თავისუფალი
სტილი,
რითაც
გაათავისუფლა
ქალები
მკვეთრად
შემოჭერილი
ტანისამოსისგან,
შექმნა
შარვლის
მოდელები
მანდილოსნებისთვის.
მას
მოსწონდა
ეს
სტილი.
1917 წელს
მოკლედ
შეიჭრა
თმები
და
ამით
საფუძველი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობებს. 1919 წელს არტურ კაპელი
ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ პერიოდიდან იწყება შანელის მოკლე შავი კაბების
პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ შანელს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, იგი არ
ყოფილა ოფიციალურად დაქორწინებული და არც შვილები ჰყავდა. 1920 წელს კოკომ გაიცნო
ქიმიკოს-პარფიუმერი ერნესტ ბოსი და ხანგრძლივი ერთობილვი მუშაობის შედეგად შეიქმნა
80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი სუნამო Chanel №5.
კოკო შანელი გარდაიცვალა 1971 წლის 10 იანვარს. (წყარო: ვიკიპედია)
Comments
Post a Comment